თეგებით ძიება

"მოსალოდნელია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება" - დამოუკიდებელი ექსპერტები სააკაშვილზე

ცენტრ "ემპათიას“ ექიმები, მარიამ ჯიშკარიანი და ოთარ თოიძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ.

"დღეს სამედიცინო შემოწმება გრძელდება, შესაბამისად ასევე გვაინტერესებს გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელსაც აუცილებლად გამოვითხოვთ და შემდგომში დავგეგმავთ მომდევნო ვიზიტებს. სიმპტომური მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა და დასძინა, რომ ახლა სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს.

ამასთან, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ „ვივამედში“ მკურნალობა ვერ წარმოუდგენია.

"ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია. კლინიკის სპეციალისტები ამას გააცნობიერებენ. თუ ისინი იქნებიან მიუკერძოებელი და ობიექტური იქნებიან, თავად უნდა მივიდნენ ამ დასკვნამდე“, - აცხადებს ჯიშკარიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა