თეგებით ძიება

"ეს პატარა ფულს ითხოვდა... ახალგაზრდამ ჩაიხუტა ბავშვი..." - რა მოხდა მეტროში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარ ბურკაძე ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, ემოციურ ისტორიასა და ფოტოს აქვეყნებს ფეისბუქზე.

"ბავშთა დაცვის დღეს ამ ფოტოთი მინდა გამოვეხმაურო - იცით ვინ არიან ამ ფოტოზე? არა? არც მე ვიცი. მაგამ ზისტად ვიცი რა არის ასახული - ეს არის უზომო სიკითე და ბავშვის მიმართ უპირობო სიყვარული. ეს პატარა მეტროს ვაგონში შემოვიდა, ხურდა ფულს ითხოვდა. სათითაოდ მიდოდა ყველა მგზავრთან, პირდაპირ სახეში უყურებდა და ისე თხოვდა მოწყალებას. ზოგმა ხელი კრა დაუფარავი ზიზღით სახეზე, ზოგმა ფუf მიაყოლა. შემდეგ ამ ბიჭს მიადგა. ის ტელეფონში თამაშობდა, გოგონა "ჩაუხტა" ფაქტიურად. ახალგაზრდა არ გაიწია, არც ტელეფონის დამალვა-მოშორება უცდია, პირიქით ჩაიხუტა ბავშვი და რაღაცას სიამოვნებით ანახებდა და უხსნიდა.. 2-3 გაჩერება გაიარეს ერთად, შემდგომ ბავშვს თითქოს გაახსებდა რომ "საქმეზე" იყო "თუ "სამსახურში", წამოხტა, ხელი დაუქნია და გაიქცა ვაგონიდან. ბავშვები თუკი გიყვარს უნდა გიყვარდეს ყველა, ასე უპირობოდ და უანგაროდ", - წერს თამარ ბურკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა