თეგებით ძიება

"ისევ ჩვენს ქსელში დაძვრებით, რომ ტექსტები წინასწარ ჰაკერული გზით მოიპოვოთ?" - ნოდარ მელაძე პროკურატურას მიმართავს

ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე სოციალური ქსელით საქართველოს პროკურატურას მიმართავს და უწყებას ქსელში უნებართვო შეღწევაში ადანაშაულებს.

"მერამდენედ უნდა დაემართოთ, დავურეკეთ კომენტარზე, პასუხი არ მოგვცეს, სიუჟეტი ეთერში არ გასულა და ეთერის დროს გამომიგზავნეს. 20:30-ზე ეს განცხადება. ბოდიში, მაგრამ გაუსვლელი სიუჟეტი, რომ დამახინჯებული იყო, საიდან იცით???? ისევ ჩვენს ქსელში დაძვრებით რომ ტექსტები წინასწარ ჰაკერული გზით მოიპოვოთ??? აბა სიუჟეტი ეთერში არ ყოფილა. ვაი ვაი. საქართველოს პროკურატურა, ახლა
რომ იჩივლო, ქსელში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება ისევ ამათ უნდა დაიწყონ?

განცხადება რომ გამოვაგზავნეთ, ჟურნალისტების უკანონო მოსმენების საქმე რა ეტაპზეაო მაგაზე პასუხი როდის იქნება?", - წერს ნოდარ მელაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა