თეგებით ძიება

უკრაინაში ოკუპირებული სამაჩაბლოს 3 მკვიდრი მოკლეს

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლების დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

"რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ 3 ოსი სეპარატისტი - ალან დუდაევი, ოლეგ ალბოროვი და რემიკ კაჯიევი შეეწირა.
დღეის მდგომარეობით, უკრაინაში უკვე დაიღუპა 13 ოკუპანტი ცხინვალის რეგიონიდან.

ამ რეგიონიდან დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუსულ ჯარში 1 დაღუპულზე საშუალოდ 3-4 დაჭრილი მოდის, დაჭრილი უნდა იყოს 40-50 ოსი სეპარატისტი.

ამგვარად, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 55-65-ის ფარგლებში უნდა იყოს დაჭრილ და დახოცილ სეპარატისტთა რაოდენობა ცხინვალის რეგიონიდან", - წერს ბატიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა