თეგებით ძიება

სამწუხაროდ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ - ზურაბიშვილი კანდიდატობაზე

სამწუხაროდ, ბოლო წელიწადი, თუ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არის არა მხოლოდ ჩემი წინაპრების და ყველა იმ ადამიანის, ვინც სახელმწიფოს აშენებდა ოცნება, არამედ დღეისთვის ეს არის მოსახლეობის, საზოგადოების 88%-ის ოცნება. ეს არის კიდევ უფრო დიდი ოცნება მთელი ჩვენი დიასპორის, რომელიც გარედან ხედავს იმას, თუ როგორ ემზადება ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი შანსისთვის, ისიც ამის 100%-იანი მომხრეა. ამ მხრივ ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, ბოლო წელიწადი, თუ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ, იქნება ეს 19 აპრილი და ჩაშლილი შეთანხმება - ანულირებული. ძალიან მძიმე სიტყვებიც იქნა გამოყენებული ზოგიერთ მომენტებში და რაღაც გაუგებარი ნაბიჯები - ევროკავშირიდან სესხის არ აღება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა