თეგებით ძიება

მიმაჩნია, რომ პოლიტიკურად ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო დროული - პრეზიდენტი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, "მთავარი არხის" გენდირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება, პოლიტიკურად დროული არ იყო.

"ჯერ ერთი ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და მე არ მაქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მქონდეს შეფასება. როგორც პრეზიდენტს არ შემიძლია, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, რომ პოლიტიკურად ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება გადავადებულიყო სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ არ იყო დროული. შინაარსზე არაფერს ვიტყვი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა