თეგებით ძიება

"გთხოვთ, გაერკვიოთ, რა ხდება" - ნიკოლოზ სააკაშვილი შვილთან შეხვედრას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი პენიტენციალური სამსახურს წერილით მიმართავს და შვილთან შეხვედრის ნებართვას ითხოვს.

" მოგმართავთ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი
ჩემი შვილი უკვე მე 8 თვეა არის პატიმრობაში რომელიც არის აგრეთვე მძიმე ავადმყოფი.მიუხედავად ბევრი მცდელობისა რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი ,რომელიც დაშვებულია არსებული კანონმდებლობით(მიხეილ სააკაშვილის უფლედამცველმა რამდენჯერმე თქვენთან შემოიტანა განაცხადი ჩემს შესახებ, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს?!)
გთხოვთ გაერკვიოთ, რა ხდება?რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არ ნახვისა.
მომეცით წერილობითი პასუხი და უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა", - აღნიშნულია წერილში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა