თეგებით ძიება

"ეს ქალბატონი ისეთივე პრეზიდენტია, როგორც მე ვარ კამბოჯის პრინცესა" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"ეს ქალბატონი ისეთივე პრეზიდენტია, როგორც მე ვარ კამბოჯის პრინცესა. ეს არის დაქირავებული, იგივე დედალი კობახიძეა. რასაც ეტყვის უფროსი, იმას იტყვის. უბრალოდ, იტოვებს დასავლეთთან სავაჭროდ თავისი განცხადებებით, რომ უფრო რესპექტაბელური გამოჩნდეს. ახლა ესენი პირდაპირ ყვირიან პროპუტინისტურ ლოზუნგებს, ღარიბაშვილი და დანარჩენები და ახლა ხომ უნდა ჩალიჩი და საუბარი შარლ მიშელებთან და პარიზში და ბრიუსელში და ამ ქალბატონს ცალკე მესიჯმეიკერი მიუჩინეს, რომელმაც უნდა აკეთოს ასეთი განცხადებები, არც იქით, არც აქეთ. თუ ასე შესტკივა გული, კეთილი ენება და მიეცა შეწყალებები იმ პოლიტიკოსებისათვის, ვინც იყო დაჭერილი და შეეწყალებინა იგივე ნიკა გვარამია. რა თქმა უნდა, ამას ის არ გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე.

მე ძალიან გული მწყდება, რომ ერი ასეთი ამაყი, ასეთი თავმოყვარე, ასეთი უდიდესი ისტორიის მქონე, დაუმორჩილებელი, ჭორვილიდან ჩამოგორებულმა ამ ვირთხამ დაიმონა. ყველა შეურაცხყოფილები ვართ. ადამიანურად არ ვართ ხალხო შეურაცხყოფილი? კარგი, ერთხელ შევცდით არჩევნებში, ორჯერ შევცდით, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ცხრაჯერ? რამ აგარჩევინათ სალომე ზურაბიშვილი, როცა იქვე კენჭს შალვა ნათელაშვილი იყრიდა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი დაჭერის დრო არასწორად იყო შერჩეული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა