თეგებით ძიება

"თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი კავკასიიდან შეშინებული გადის" - ბექა დავითულიანი

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი აცხადესბ, რომ თუ დღეს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დასავლეთი კავკასიის რეგიონს შეშინებული ტოვებს.

"დღეს თუ ევროკავშირმა ტექნიკური წვრილმანი მიზეზების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს აპრიორი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამას რუსეთი, ყველა პრორუსული ძალა ჩათვლის მწვანე სიგნალად, რომ კავკასიის რეგიონიდან დასავლეთი გადის და გადის შეშინებული. ამიტომ მათ ეს არ უნდა გააკეთონ არავითარი ტექნიკური მიზეზის გამო", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა