თეგებით ძიება

"უვიც და უსწავლელ მიტროპოლიტს, ფსევდო ისტორიკოს და ფსევდო თეოლოგ სტეფანე კალაიჯიშვილს..." - დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიმართვას ავრცელებს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს:

"უვიც და უსწავლელ მიტროპოლიტს, ფსევდო ისტორიკოს და ფსევდო თეოლოგ სტეფანე კალაიჯიშვილს და სხვა ბრიყვებს რომლებიც ამბობენ, რომ როგორ შეიძლება ქრისტიანმა თქვას "დიდება უკრაინას", " დიდება თავისუფლებას" და ა.შ., რომ დიდება მხოლოდ ღმერთზე ითქმისო:

ნახეთ, რას წერდნენ ძველი სულგანათლებული ქართველები და როგორ ლოცულობდნენ - ეს უნიკალური, დღეს მიტოვებულ-უმოქმედო და სარესტავრაციო ეკლესია ჯავახეთშია, მიტროპოლიტ აიფონას ეპარქიის სოფ. ყაურმა/ტონთიოში, წმინდა და ღმერთშემოსილი დიდი გიორგი მთაწმინდელის მამისეულ სოფელში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში:

"ქრისტე, ადიდე მელქისედეკ ქართლისა კათალიკოზი და შეეწიე დღესა მას. ამენ!"
"ქრისტე, ადიდე ოქროპირი ქართლისა კათალიკოზი!" "ქრისტე, ადიდე გიორგი მეფე და შვილნი მათნი!"

ეს წარწერები რომ ამოიკვეთა, მელქისედეკ კათალიკოზი ახალშესვენებული იყო, მეფე გიორგი I და ოქროპირ ქართლის კათალიკოზი კი ცოცხლები იყვნენ!
ესე იგი, არათუ ოდენ დიდება, ამა და ამ პირს/ადამიანსო, თვით ქრისტემ ადიდოსო, გესმით? ადიდოს, ანუ განადიდოს ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადო, ამას ივედრებიან და სურვილობენ. ხოდა ეს ჩვენი თანამედროვე ბრიყვების პრუტუნი ხომ კვამლივით გაიფანტა და სასაცილოდ გამოჩნდა?! როგორ შეიძლება დიდება ვთქვათ ქვეყნის მიმართო, ან სხვა რამის მიმართ, გარდა ღმერთისო.

არ გეგონოთ, რომ ეს წარწერები გამონაკლისია, ანალოგიური ფრაზებია სხვა უამრავ ძველ ქართულ ეკლესიებზე და საეკლესიო ხელნაწერებზე! თავისთავად დიდება ითქმის წმინდანების მიმართაც და სხვა ყველაფერ კეთილისა და კარგის მიმართ, რაც ღმერთისათვის მოსაწონია, მათ შორის სამშობლო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სხვა.

ქრისტე, ადიდე უკრაინა და საქართველო უკუნისამდე! დიდება თავისუფლებას! ძირს ეკლესიას შეფარებული ქვაბ-ავაზაკი მაჯლაჯუნები!", - წერს დეკანოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა