თეგებით ძიება

"გამოკითხვაზე ვარ, იმედი მაქვს, ოპერატიულად დააკავებენ მავნებლებს" - არჩილ გამზარდია გაქურდეს

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია თიანეთის მუნიციპალიტეტში, ქურდობის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და შსს-ს მიმართავს:

"სოფელში, ჭიშკრის წინ გადასასვლელი სპეციალური რკინები დაგვპარეს მეზობლების ნაწილს.
არავინ გამკითხავი. არავინ პატრონი.
რა უნდა ვქნა, არ ვიცი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალი ყვავის რეგიონში. დაკავებული არავინაა, დაბრუნებული არაფერია. რა უნდა ვქნათ მოსახლეებმა?
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, მეგობრებო, რა შეიძლება გაკეთდეს?", - დაწერა გაზარდიამ, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ: "ოპერატიულად მოვიდა პოლიცია, სოც ქსელში დადებული პოსტის შემდეგ. ამჟამად ხევსურთსოფლის პოლიციაში ვარ გამოკითხვაზე.
იმედი მაქვს, ოპერატიულად დააკავებენ მავნებლებს და გააკეთებინებენ გაფუჭებულს".






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა