თეგებით ძიება

"რეჟიმი სანამ არ გამოიცვლება, ეგ ბოროტი ნაშა იბლატავებს" - ვის შესახებ საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის მიერ ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.

"ვინც წულუკიანზე კაი ტიპია, ვინც წულუკიანზე უკეთესი პროფესიონალია, ვინც წულუკიანზე მაღალია, ვინც წულუკიანზე ლამაზია, ვინც წულუკიანზე მეტად უყვართ, ვინც წულუკიანზე ბედნიერია, ვინც წულუკიანზე ჭკვიანია, ვისაც წულუკიანზე მეტ პატივს სცემენ, ვინც წულუკიანზე მხიარულია - ყველას დახსნის და შეეგუეთ.

რეჟიმი სანამ არ გამოიცვლება, ეგ ბოროტი ნაშა იბლატავებს", - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი.





შეგახსენებთ, რომ მინისტრმა ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე ადამიანი გაათავისუფლა, მოტივად კი რეორგანიზაცია დაასახელა. მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომლები დავის დაწყებას აპირებენ და აცხადებენ, რომ წულუკიანი თავიდან მისთვის არასასურველ კადრებს იშორებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა