თეგებით ძიება

"სტუდენტებს, სავსებით სამართლიანად ითხოვენ უბინაობის გამო გამოცდების ონლაინის წესით ჩაბარებას" - შალვა ნათელაშვილი

თბილისის ივანე ჯავახიშვილსი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების ნაწილი აქციას მართავს და რექტორთან შეხვედრას ითხოვს იმის გამო, რომ თითოეულ მოსწავლეს მიეცეს იმის უფლება, რომ ისწავლოს ისე, როგორც მათ შეუძლიათ და აქვთ ამის საშუალება - ამ ფაქტს სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება და სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს.

"სრული სოლიდარობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს რომლებიც სავსებით სამართლიანად ითხოვენ უბინაობის გამო გამოცდების ონლაინის წესით ჩაბარებას, ან ხელისუფლებამ კეთილი ინებოს, უარი თქვას ჯიპების ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის საწვავით უზრუნველყოფაზე და ამ თანხით ეს თვეები ბინა უქირაოს სტუდენტებს", - წერს შალვა ნათელაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა