თეგებით ძიება

"კარს ვაღებდი და მცემდნენ, ჩემსავე სტუდიაში, ათი ერთზე..." - რას წერს გიორგი გვარჯალაძე?

ხმის რეჟისორი, სტუდია " ლენო რეკორდსის" დამფუძნებელი, გიორგი გვარჯალაზე სოციალურ ქსელში განვლილ 3 წელიწადს იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"Lenø Records 3 წლისაა!
ზედმეტად ემოციური და მტკივნეული იყო თითოეული წინსვლა, თითოეული მარცხი.
ჩუმად ცრემლის მოწმენდით და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვით გაკეთდა თითოეული ჩანაწერი.
ფიქრებით "აღარ შემიძლია", "აღარ მინდა", უსასრულო საათები გავატარე მარტომ სტუდიაში თავ-სახე დაბუჟებულმა სასოწარკვეთაში, მაგრამ
მაინც ვპასუხობდი ტელეფონს,
მაინც ვაღებდი კარს,
მაინც ვამბობდი კი-ს,
თუმცა თითოეული აქედან, დიდი რისკი იყო უსამართლობის, გაწბილების, წელში გატეხვის.
მირეკავდნენ და მითანხმებდნენ წარწერა Lenø-ს მოშორებას.
კარს ვაღებდი და მცემდნენ, ჩემსავე სტუდიაში, ათი ერთზე.
კი ვთქვი და უსამართლო "გადაგდების" და "პონტიდან მოტეხვის" მსხვერპლი გავხდი.
მიუხედავად ამისა მაინც არ გავჩერდი და ვამაყობ, რომ ლენო უსასრულო რაოდენობის მუსიკოსის სახლს ქვია.
რომ უხარიათ - ლენოში მოდიან.
რომ უმძიმთ - ლენოში მოდიან.
დაკვრა და ჩაწერა თუ უნდათ, ხომ თავისთავად...
დაბადების დღე, ჯვრისწერა, ქელეხიც კი იყო ლენოში. "შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია"-ც იყო. და, რაც მთავარია, ყველა ჟანრის მუსიკა
დიდი მადლობა ყველას, ვინც დაუკრა და იმღერა ლენოში!
დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში უდგას და ანვითარებს ლენო რექორდსს, როგორც საკუთარ სახლს!
დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოსცა მუსიკა ლენო რექორდსზე!
მადლობა ზრუნვისთვის!
მადლობა სიყვარულისთვის!
და მადლობა ლენოს, რომ ჩვენ აღარ ვოცნებობთ საზღვარგარეთ ჩაწერაზე", - წერს გვარჯალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა