თეგებით ძიება

"სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება, უნდა შეჩერდეს" - უფლებადამცველი მძიმე შემთხვევაზე წერს

უფლებადამცველი, ანა არღანაშვილი სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახებთან დაშორებას უსამართლოდ მიიჩნევს და კონკრეტულ შემთხვევაზე სოციალურ ქსელში წერს.

"გუშინ სოფელ-სოფელ ვეძებდით ბავშვს, რომელსაც ვიცოდით რომ რაღაც უჭირდა. მისამართი ზუსტად არ ვიცოდით და რამდენიმე საათი დაგვჭირდა. სახლი ვიპოვეთ, ბავშვი გაყვანილი იყო ალტერნატიულ ზრუნვაში.

სახლში ისეთი სიღარიბე იყო, დასაჯდომი ადგილი ძლივს მოვძებნეთ ანუ სკამი, რომელიც არ წაიქცეოდა. როგორც წინა შემთხვევაში - სახელმწიფოს მოვთხოვთ კომპენსაციას ბავშვის უკანონოდ ოჯახთან დაშორების გამო.

ბავშვების ოჯახისგან დაშორება სიღარიბის გამო არის სისტემური პრობლემა ქვეყანაში და ეს უნდა შეჩერდეს. ყველამ ვინც იცის ასეთი შემთხვევის შესახებ უნდა გამოიყენოს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR სასამართლო პრეცედენტი და ბავშვს დაეხმაროს დაბრუნდეს ოჯახში და მოითხოვოს სახელმწიფოსგან ოჯახის გაძლიერება ფინანსურად (არამხოლოდ). ყველას გავუწევთ კონსულტაციას მსგავს საქმეებზე. ჩვენ გარეშეც წაიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და ანახეთ სოციალურ სამსახურს და მოითხოვეთ ოჯახის მხარდაჭერა.
გთხოვთ დაეხმარეთ ბავშვებს და ოჯახებს", - წერს არღანაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა