თეგებით ძიება

"კლავთ და ალპობთ მომავალ თაობებს!" - სტუდენტი, რომელიც მანჩესტერის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, საქართველოს განათლების სამინისტრომ დაფინანსების კონკურსიდან მოხსნა

დაკო ნათელაშვილი, რომელიც მანჩესტერის უნივერსიტეტში აირიცხა, საქართველოს განათლების სამინისტროს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სწავლის დაფინანსების კონკურსიდან მოხსნეს.

"უკვე მეორე წელია, რაც მანჩესტერის უნივერსიტეტიდან, რომელიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება უამრავ დარგში, მომდის სამაგისტრო საფეხურზე, მწვანე ინფრასტრუქტურის პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.

მეორე წელია, რაც სწავლის დაფინანსების მოპოვების მიზნით განცხადებები შემაქვს კონკურსებში, რომლებიც ტარდება განათლების სამინისტროს მიერ, ან საქართველოში არსებულ ბრიტანეთის საელჩოში და ამ კონკურსებიდან გასაუბრებამდე მხსნიან.

კონკურსებში წარმოდგენილი დოკუმენტები და სერთიფიკატები თითქმის იდენტურია იმ დოკუმენტებისა, რომლითაც ჩავირიცხე მანჩესტერის უნივერსიტეტში შარშანაც და წელსაც.

განა რითი იყო ჩემი მონაცემები თქვენთვის არასაკმარისი ჩემი გასაუბრებაზე დაშვებისთვის? მონაცემები, რომელიც არ დაიწუნეს დიდ ბრიტანეთში, დაიწუნეს საქართველოში.

განათლების საერთაშორისო ცენტრი / iec
მე არ მჩვევია მსგავსი სტატუსების წერა, უბრალოდ დაკვირვებული ვარ, ყველა კონკურსში გამიმარჯვია, რომელშიც ქართული მხარე არ ყოფილა გადაწყვეტილების მიმღები (DAAD, Erasmus+) და არასდროს, არასდროს გამმართლებია ქართულ მხარესთან.

თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა და პროფესიონალებმა დატოვონ საქართველო და კაბინეტები გაავსოთ ბედოვლათებითა და არაპროფესიონალებით. ცოცხლად კლავთ და ალპობთ მომავალ თაობებს, სპობთ მოსიარულე პოტენციებს. შედეგად სახეზეა სრულ უძრაობასა და უკუსვლაში ჩავარდნილი სახელმწიფო.

და მე არსად დავიკარგები, სხვა ქვეყნებში ვცდი ბედს, ქართულ მხარესთან კი, ამ ბიძინისტურ-კორუფციულ-ნეპოტიზმში ჩაძირული სისტემის პირობებში, საქმეს არასდროს დავიჭერ", - წერს დაკო ნათელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა