თეგებით ძიება

"ყველა ვინც ძვირფასი ჰყავდა, დაეღუპა...ეს ბებო თავისთვის მშვიდად იდგა და...." - რას წერს გიორგი ღოღობერიძე?

ექიმ-ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე, მოხუც ქალზე, რომელიც მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"სამშაბათობით ონკოლოგიურ პაციენტებს ვიღებ. ხალხი ბევრი იყო, ყველა რიგს იჭერდა. ეს ბებო თავისთვის მშვიდად იდგა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი პირველი უნდა შემოსულიყო, სხვებს დაუთმო, თქვენ უფრო გჭირდებათ ექიმთან დროული შესვლაო. გავიდა დრო და როგორც იქნა, ისიც შემოვიდა. ასაკით ჩემზე 3-ჯერ დიდი იყო, შემოვიდა თუ არა, ბევრი მეხუტა. ყველა ვინც ძვირფასი ჰყავდა, დაეღუპა, მარტოდ იყო დარჩენილი, მაგრამ უნდა ვიცოცხლო, რომ შვილიშვილებისთვის მაგალითი ვიყოო. ჩვენ მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას სიყვარულით ამაყად ვებრძვით და არ გვეშინია!", - წერს გიორგი ღოღობერიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა