თეგებით ძიება

"თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი... შევვარდი, მაგრამ ვერ მივუსწარი...უხ, თქვენი! " - რას წერს ალეკო შუღლაძე?

მწერალი, ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერს" მიმართავს:

"იცით, როგორ გავიქეცი, ძალიან სწრაფად, თავქუდმოგლეჯილი, ფეხებს წელზე კი არა კისერში ვირტყმადი, ორი ქუჩის ძაღლი ამედევნა ყეფით, ერთად გავრბოდით, თან წვიმა მოდიოდა და გული ამომმვარდა, სტენოკარდია დამეწყო. მაწონი მქონდა ნაყიდი, მესიჯი რომ მომივიდა, წყალი დაწყდებაო და ფული არც გადამიხდია, ისე გამოვარდი მაღაზიიდან, გამყიდველი დამედევნა, კიდევ ვიღაც არამკითხე მოხალისე...
ლიფტში ღმერთს ვთხოვდი, ოღონდ ახლა არ გავიჭედო, ახლა არ გავიჭედო-მეთქი და გადავრჩი. მაგრამ მერე ხელი მიკანკალებდა და გასაღებს ვეღარ ვურჭობდი საკეტში, როგორც იქნა გავურჭე, შევვარდი, მაგრამ ვერ მივუსწარი, წყალი უკვე დაწყვეტილი იყო...
ააააააა! ვღრიალებ!
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დაე, ისე მოხდეს, რომ თქვენი ერთი წლის შემოსავალი მთლიანად მე ჩამერიცხოს და თქვენ აზრზე არ იყოთ, ფული სად წავიდა! უხ, თქვენი! უხ, თქვენი! უხ, თქვენი!", - წერს შუღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა