თეგებით ძიება

"ეს სად ვართ! მეგონა, მხოლოდ ჯანდაცვაში გვაბოლებდნენ..." - გიორგი ფხაკაძე ნიკა გვარამიაზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "მთავარი არხის" გენდირექტორის დაკავების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ეს არ არის ჩემი კომპეტენციის სფერო და, სიმართლე რომ გითხრათ, მართლა ვერ ვიგებდი ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების არსს (იურისტი არ ვარ). ახლა წავიკითხე სახალხო დამცველის დასკვნა. თქვენც გირჩევთ, ყურდღებით წაიკითხოთ. ეს სად ვართ…(!) მე მეგონა, მხოლოდ ჯანდაცვაში გვაბოლებდნენ... თურმე უფრო მძიმედ არის საქმე!

ბევრი ადამიანი მეც არ მომწონს საქართველოში, განსაკუთრებით, კორუმპირებული ჩინოვნიკები და ანტივაქსერი "კრემლოვიჩები", მაგრამ ციხისთვის არც ერთი მემეტება… ", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze

შეგახსენებთ, რომ დღეს ომბუდსმენმა გაავრცელა გვარამიას საქმეზე ჰანცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ "საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა