გლობალურ დონეზე სურსათის, საწვავისა და ფინანსური კრიზისის გამო, მილიონობით ადამიანი სიღარიბის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს - გაერო
გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ სურსათის, საწვავისა და ფინანსური კრიზისის გამო, მილიონობით ადამიანი სასურსათო დაუცველობისა და სიღარიბის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.
"მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლოს შევიკრიბეთ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ ანადგურებს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული საშინელება წარუშლელ კვალს დატოვებს, მათ შორის მომავალი თაობებისთვის. მისი [ომის] სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები რეგიონში და გლობალურ დონეზე ვრცელდება და მას დასასრული არ უჩანს“, - აღნიშნა მიშელ ბაჩელეტმა.