თეგებით ძიება

ოკუპირებულ სოხუმში აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობები დაიკავეს და ბჟანიას გადადგომას ითხოვენ

დროებით ოკუპირებულ სოხუმში სახალხო მღელვარება მწვავდება. სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებს, ისმის სროლის ხმაც.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, ოპოზიციამ და მხარდამჭერებმა რამდენიმე ე.წ. სამთავრობო შენობის ბლოკირება მაინც მოახდინეს. მომიტინგეები შეიჭრნენ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტში, დაიკავეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობები და ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შექმნილი ვითარების გამო რეზიდენცია დაცვის თანხლებით დატოვეს.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა შეწყდა. ე.წ. პარლამენტში ჯერ რატიფიცირების პროცესი შეჩერდა, მოგვიანებით კი, ინფორმაცია გავრცელდა საკანონმდებლო ინიციატივის საბოლოოდ გაუქმების შესახებაც, თუმცა საპროტესტო ტალღა ამ გადაწყვეტილებამ ვეღარ გააჩერა.

ვითარება დღეს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ კენჭისყრა ჩაიშალა და სესია გადაიდო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა