თეგებით ძიება

ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტი დღესვე უნდა გამოსცეს - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, აქციას, რომელიც პრეზიდენტმა დააანონსა, ქვეყნის წინაშე არსებული ერთი პრობლემის გადაჭრა მაინც უნდა მოჰყვებოდეს და მას შეუძლია გადაჭრას გვარამიასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელზეც ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუთითებდა.

"ხელისუფლების წყალობით, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ უნდა იყოს უკრაინა და მოლდოვა ერთმანეთს დაცილებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტრიოს შეიძლება დასცილდეს საქართველო. რაც ყველაზე ცუდია, მან ქვეყანა მოიხსენია სხვა გეოპოლიტიკურ სიბრტყეში, ეს არის ფაქტობრივად ჩვენი გადაგდება ევრაზიულ სივრცეში. აქამდე მიიყვანა ხელისუფლებამ ქვეყანა და როცა სალომე ზურაბიშვილი მართავს აქციას, ამ აქციას უნდა ჰქონდეს მისი მატერიალური მხარე, რაც ერთი პრობლემის გადაწყვეტაში მაინც უნდა გამოიხატებოდეს, ეს არის პოლიტიკური დევნის საკითხი. ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დღესვე უნდა გამოსცეს აქტი, ვინაიდან სპეციალურ რეზოლუციაში, რომელიც პოლიტიკურ დევნას და მედიათავისუფლებას ეხებოდა, იყო დასმული ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობის საკითხი, ამ საკითხს მაინც თუ გადაჭრის, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეკრებას აზრი ჰქონდა,"- განაცხადა გოცირიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა