"უნდათ მოკლან იზოლაციაში, ეს არის მიზანი“ - გიული ალასანია სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერის, მალგოჟეტა გოშევსკას კლინიკა "ვივამედში“ არ
შეშვებას ეხმაურება.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება საქართველოს და პოლონეთის მეგობრობას ჩრდილს აყენებს, ეს დაუშვებელია. ნაკლები მოლოდინი ჰქონდა, რომ პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერს მალგოჟატა გოშევსკას მასთან შეუშვებდნენ.
ის იზოლაციაში ჰყავთ, უნდათ მოკლან იზოლაციაში - ეს არის მიზანი. მადლობელი ვარ პოლონეთის. კონკრეტული ადამიანები აკეთებენ საქმეს, ამ შემთხვევაში ეს არის ქალბატონი მალგოჟეტა, რომელიც ჩვენთვის ახლობელი ადამიანია და დიდი მადლობა რომ ჩამოვიდა“, - აღნიშნავს გიული ალასანია.