თეგებით ძიება

"პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა“ - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერის, მალგოჟეტა გოშევსკას კლინიკა "ვივამედში“ არ შეშვებას ეხმაურება.

"ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების. ის დამატებით არგუმენტებს იძლევა და ემსახურება ჩვენი კანდიდატობის შეგნებულად ჩაშლას. სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუს დღევანდელი მდგომარეობით.

ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება, ხოლო ქართველი ხალხი არის არა ველური, არამედ ცივილიზებული დემოკრატიული საზოგადოება და უნდა ვიმოქმედოთ სანამ სრულ ისტორიის აბსაიდში აღმოვჩნდებით. თუ ჩვენ, როგორც ხალხი კანდიდატობას ვიმსახურებთ, ეს უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებებით და არამხოლოდ განცხადებებით“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა