თეგებით ძიება

ოლიგარქი ივანიშვილი კი არა, სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის საკითზე საუბარი არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე.

მისი თქმით, საქართველოში ოლიგარქები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი არიან და ხელისუფლება ყველაფრეს გააკეთებს ამ ოლიგარქებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად:

„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ოლიგარქი. დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მან თავის ნებით გააკეთა ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში.

კეზერაშვილი მეორე ოლიგარქია და მასზეც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია ეს საქმე იყოს მიყვანილი ბოლომდე. ყველა საკითხს შევეხებით. ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა,“ - ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, იგულისხმებოდა თუ არა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა:

„ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმები და არც არის ნაგულისხმები. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი თავის კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანთროპი და ქველმოქმედი. გარდა ამისა 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება საუბარი აქ ბიძინა ივანიშვილზე. თუმცა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არამხოლოდ ამ დოკუმენტში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ოლიგარქებისგან ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ", - განაცხადა კობახიძემ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა