თეგებით ძიება

20 ივნისი იქნება დღე, რომელიც ძალიან საჭირო იმპულსს მისცემს პოლიტიკურ ცხოვრებას - ნიკა მელია

ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების რეკომენდაცია გაიცა, საქართველოს კი პირობები დაუწესდა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კვლავ მიეცემა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ განცხადება გააკეთა.

"ძალიან მიამიტობაა იმის ფიქრი, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე, ოლიგარქი დათმობს თავის ბერკეტებს. ამიტომ, არავის არ შეეშინდეს, არავინ არ დაკომპლექსდეს – ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, ამოქმედდება და ვაიძულებთ. შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს დღევანდელი დღიდან, მათ შორის, 20 რიცხვში. დარწმუნებული ვარ, 20 ივნისი იქნება დღე, რომელიც ძალიან საჭირო იმპულსს მისცემს პოლიტიკურ ცხოვრებას მომდევნო პერიოდში", - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა