"ხელისუფლების გადადგომა სამართლიანი მოთხოვნა იქნება" - სალომე სამადაშვილი
პარტია "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გადადგომის მოთხოვნა სამართლიანი იქნება.
"დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ცხადია, რომ სრულიად სამართლიანი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების გადადგომა, საკონსტიტუციო ცვლილების დაუყოვნებლივ მიღება, იმიტომ, რომ მიშელის შეთანხმება თუ არ შესრულდა ჩვენ გვითხრეს, რომ არანაირი შანსი ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების არ გვაქვს და შემდეგ უკვე ახალი საკონსტიტუციო მოდელით ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება", - თქვა სამადაშვილმა.