ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია - კარლ ჰარცელი
ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია... თქვენი ბედი თქვენს ხელშია, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკომისიის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, თუ ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა.
"ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსზე გადასვლის პერსპექტივა კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული", - ამბობს ჰარცელი.
მისივე თქმით, "ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია"... "წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია"- ამბობს ჰარცელი.
"როცა შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული... დღეს ევროკომისიამ საქართველოს თანხმობა გამოუცხადა, და ეს ისტორიული მომენტია, - თქვა ევროკავშირის ელჩმა.
ცნობისთვის, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.