თეგებით ძიება

"ოლიგარქიული სისტემა ყველას მიაკითხავს, ყველას დაუკაკუნებს და გაუსაძლისს გახდის ყოველდღიურობას" - გიორგი ქადაგიძე

სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში ევროკომიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ოლიგარქულ/ავტორიტარულ სისტემაზე სოციალურ ქსელში წერს.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ დასავლური ოჯახის მიღმა დარჩენილ ოლიგარქულ/ავტორიტარულ სისტემაში, თავის პირად ან პროფესიულ სიმშვიდეს და განვითარების სივრცეს შეინარჩუნებს, ძალიან ცდება.

ეს სისტემა ყველას მიაკითხავს, ყველას დაუკაკუნებს და გაუსაძლისს გახდის ჩვენი და ჩვენი შვილების ყოველდღიურობას", -წერს ქადაგიძე.

ცნობისთვის, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა