თეგებით ძიება
07. 10. 2024 ვიდეო

"პატიმარი ცემაში შემოაკვდათ... რუსთავში გადაყავდათ და გზაში მოკლეს ეს ბიჭი“ - რას ჰყვება ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი წინა ხელისუფლების რეჟიმზე? (ვიდეო)

ნოდარ მაჭარაშვილი, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შვილიშვილია, რომელმაც ბაბუის გზა გააგრძელა და ცხოვრება მწერლობას დაუთმო. მისი შემოქმედებაა ცნობილი წიგნები "ავი მუსაიფი“, "გალილეველი მეთევზე“, "მოსკოვი-თბილისი“.

მწერალი გადაცემა „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებასა და ციხეში ყოფნის მძიმე პერიოდზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, უბედური შემთხვევის გამო იგი 2006 წელის ციხეში მოხვდა.

"ქუთაისის ციხეში, სანამ თავისუფლება იყოს, ერთი ბიჭი იყო, ჩხუბი მოგვივიდა და ისე დავშორდით, რომ ვერ შევრიგდით, მერე შეიცვალა რეჟიმი და კოშმარი ტრიალებდა... მე და ეს ბიჭი გვერდიგვერდ აღმოვჩნდით საკანში. ერთხელაც რადიო დაგვირიგეს და ამ ბიჭს არ მისცეს. მეუბნებოდა მათხოვეო ხოლმე და მის საყვარელ მუსიკას ვრთავდი. ერთ დღესაც არ დამიძახა, ბადრაგი რომელიც ჩუმად გვეხმარებოდა მითხრა წაიყვანესო რუსთავში. აღმოჩნდა, პატიმარი ცემაში შემოაკვდათ... რუსთავში გადაყავდათ და გზაში მოკლეს ეს ბიჭი. ვაჟკაცი ბიჭი იყო, არ დაუთმო ამათ, წაიყვანეს და შემოაკვდათ. მერე თითქოს ცოტა ხანს დაკარგული იყო“, - იხსენებს ნოდარ მაჭარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა