თეგებით ძიება

"უთავმოყვარეობაა ამის გატარება!!!" - რას წერს სალომე სამადაშვილი?

"ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე, რეალური გახდა 20 წლით დაგვეჩქარებინა ევროკავშირში გაწევრიანება.
ამ ხელისუფლებამ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჯერ კიდევ არ გაქცეულა სამშობლოდან, 20 წლის სიცოცხლე მოპარა. მისი დამსახურებით კანდიდატობაზე უარი გვითხრა დღეს ევროკომისიამ.

გამოლაგდნენ ოლიგარქის უსინდისო რუპორები. გვეუბნებიან, დადასტურდა, რომ ოდესღაც, ჰორიზონტზე მოსჩანს თქვენი მომავალიც ევროკავშირშიო-ამას ნიშნავს პერსპექტივა. დიდი მიღწევაა, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწიაო და ტაშს ელოდებიან.
დასცინის ივანიშვილი ხალხს, წარმოუდგენელია ცინიზმია.
უთავმოყვარეობაა ამის გატარება!!", - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა