თეგებით ძიება

"ოეეე, ევროპა! რაღაც ხომ არ გეშლებათ..." - რას წერს ლია შატბერაშვილი?

იურისტი, ლია შატბერაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ოეეე, ევროპა! რაღაც ხომ არ გეშლებათ...
ესე იგი, რა გვინდაო:
1. შიდა პოლიტიკა - ამაზე მოგვიანებით...
2. იუსტიციის რეფორმაო: მსოფლიო სამართლიანობის პროექტის (World Justice Project) მონაცემებით: საქართველო - 49-ე ადგილი 139-დან, უკრაინა - 74-ე, მოლდოვა - 73: https://worldjusticeproject.org/rule-of-law-index/
3. კორუფცია: საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) მიერ გაზომილი კორუფციის აღქმის ინდექსი 2021: საქართველო - მე-45 ადგილი, უკრაინა - 122-ე, მოლდოვა: 105
https://www.transparency.org/en/cpi/2021...
4. ორგანიზებული დანაშაულიო: მსოფლიოს კრიმინალური ინდექსის მიხედვით: საქართველოს აქვს 23,38 ქულა, უკრაინას - 47,42, მოლდოვას - 46,35 (ყველაზე მაღალი კრიმინალობაა ვენესუელაში - 83,76). https://worldpopulationreview.com/.../crime-rate-by-country
5. - სიტყვის თავისუფლება 2021 (რეპორტიორები საზღვრების გარეშე Reporters Without Borders: საქართველო მე-60 ადგილი,უკრაინა - 97, მოლდოვა - 89 https://rsf.org/en/index?year=2021
- პრესის თავისუფლება (მსოფლიო ბანკი World Bank): საქართველო - 28,64, უკრაინა - 32,96, მოლდოვა: 31,61. (საუკეთესო მსოფლიოში არის ფინეთი - 6,99): https://tcdata360.worldbank.org/indicators/h3f86901f?country=BRA&indicator=32416&viz=line_chart&years=2001,2021
ანუ ყველა ობიექტური მონაცემით ვჯობნივართ უკრაინასაც და მოლდოვასაც. მოლდოვაში არა, მაგრამ უკრაინაში ნამყოფი ვარ ამ ბოლო წლებში და მართლაც ჯერ ღრმა საბჭოეთში არიან...
ჰოდა, გადამწყვეტი ერთმანეთის ჯიჯგვნა ყოფილა... და კიდევ საკუთარი ქვეყვის ლანძღვა... და კიდევ მზა რეზოლუციების მიწოდება მოძმე პარტიებისადმი... უხარიათ ახლა ალბათ... ტფუუ“, - წერს შატბერაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა