თეგებით ძიება

"ვის უნდა ველაპარაკოთ მთავარ არხზე, რომ ავუხსნათ, რომ 20 ივნისის შესახებ ნიუსი არ დაიწყონ ფეიკით" - შოთა დიღმელაშვილი

მოძრაობა “სირცხვილიას” თანადამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ვის უნდა ველაპარაკოთ მთავარ არხზე, რომ ავუხსნათ, რომ 20 ივნისის შესახებ ნიუსი არ დაიწყონ ფეიკით, "ოპოზიცია 20 ივნისის აქციას გეგმავსო"? მერე ჩამოუარონ ყველა პოლიტიკოსს, ჰკითხონ აი, მაინც რატომ არ ჩაატარეთ აქცია დღეს და მერე ჟურნალისტმა დაასკვნას, რომ "ოპოზიციამ ასე გადაწყვიტა"? ძნელი მისახვედრია, რომ ქართული ოცნების და იმედის ფეიკს არ უნდა დაუსინქრონდეთ?
20 ივნისის აქციას მართავს სამოქალაქო საზოგადოება და მასზე ვიწვევთ ყველა პარტიის მხარდამჭერს.
მთავარი არხი • Mtavari Arkhi", - წერს დიღმელაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა