თეგებით ძიება

"მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ყველა ეტაპზე გვეუბნებოდა უარს" - ბაკურ ბაკურაძე

რეჟისორი, ბაკურ ბაკურაძე რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს:

"მე დავიბადე საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში, შესანიშნავი, ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონდა, იყო იდიოტური ვალდებულებებიც რომელსაც ყველა ბავშვი ასრულებს ყველა ქვეყანაში. მე-9 კლასში დაიწყო ჩემი ცხოვრება პარლამენტის კიბეზე, პარალელურად უმაღლესში სწავლა და მუშაობა, იყო სამაჩაბლოს კონფლიქტი, აფხაზეთი, სამოქალაქო ომი, შიმშილი, უშუქობა, უგაზობა, ხალხის მოტაცება, ყაჩაღობა, ქვეყნის ერთი მხარიდან მეორეში ვერ მივდიოდით არა თუ საზღვრებს გარეთ, რევოლუციები, რეპრესიები, მოკლედ ყველამ ვიცით რაც იყო…
და არც ერთხელ, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გამჩენია განცდა, რომ ჩემს ქვეყანას მომავალი არ აქვს და ვიღაც თავისი ქმედებით ამ მომავალს ართმევს.
ყველა ეტაპზე ვიწყებდით თავიდან, ვეძებდით გზებს და ფორმას როგორ გაგვეგრძელებინა ცხოვრება და ჩვენი ქვეყნის შენება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.
ბევრმა საკუთარი მომავალი უცხოეთში წასვლით განსაზღვრა, იმ დროს უცხოეთში წასვლა დედ-მამის ნაგროვებ მთელ ქონებად დაუჯდა უამრავს, მათი უმრავლესობა დაბრუნდა, ზოგი გაწბილებული, ზოგიც წარმატებული, ზოგიც მატერიალურად ოდნავ გაუმჯობესებული, ზოგი დღემდე იქაა.
ვკითხულობ ჩემი ტოლების პოსტებს და ვოცდები.
დღეს, როდესაც განუსაზღვრელად წინაა ჩემი ქვეყანა იმ 90-იანი წლებიდან თავისი შესაძლებლობებითა და პერსპექტივით, პრაქტიკულად ლარად ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ წასვლა-წამოსვლით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობის უმარტივესი შესაძლებლობით, სავსე სუპერმარკეტებით, საერთაშორისო დონის უნივერსიტეტებითა და ონლაინ შესაძლებლობებით გახდე ნებისმიერი საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, წინაა უამრავი რამით, უამრავით…
ახლა რომ ცხრამეტი წლისები ვიყოთ ჩვენ, ვინც 30 წლის წინ ვიყავით ცხრამეტისანი…
ეს არაა პოსტი “თქვენ ომი არ გინახიათ”-ს შესახებ, რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ ბებია-ბაბუები
ეს არის პოსტი იმ უცნაური შინაარსის პოსტების შესახებ, სადაც დასავლეთისა და რუსეთის ყოველ ჩვეულ ქმედებაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ, საუბრობენ, რომ ქვეყანამ დაკარგა პერსპექტივა და მომავალი.
ჩემო ძვირფასებო!
ეს ქვეყანა 2000 წელზე მეტია მოდის, ხან ძლიერდება, ხან სუსტდება, ამ ხნის მანძილზე უმარავი კავშირი და იმპერია შეიქმნა და გაქრა ჩვენ კი დავიბადეთ საქართველოში!
ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, მთავარია გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ვაშენოთ და ჩვენი სიყვარულითა და შრომით გავაძლიეროთ ის!
მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ყველა ეტაპზე გვეუბნებოდა უარს და გვიწესებდა მოთხოვნებს, რომ არა ის მოთხოვნები ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ნამდვილად არ იქნებოდა", - წერს ბაკურაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა