ევროკომისიის გადაწყვეტილება ახალ შანსებს და ჰორიზონტებს აჩენს ევროინტეგრაციის გზაზე -მიხეილ სარჯველაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველომ მართლაც უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ ევროინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობთ, რომ ეს ახალ შანსებს და ჰორიზონტებს აჩენს ამ მიმართულებით.
„დე იურე დაფიქსირდა საქართველოს უფლება ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებში, საქართველოს მისწრაფების ლეგიტიმურობა ევროინტეგრაციის მიმართულებით და ამაზე ითქვა კიდეც უშუალოდ იმ პირთა მხრიდან, ვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ახლა კომენტარს ვაკეთებთ, რომ ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი წინ. საქართველომ მართლაც უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ ევროინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობთ, რომ ეს ახალ შანსებს და ჰორიზონტებს აჩენს ამ მიმართულებით. არის გარკვეული პუნქტები, რომელთა მიმართებაშიც მე ხელისუფლების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება საკუთარ თავზე აიღებს და ამას განახორციელებს, თუმცა არის გარკვეული ნაწილები, რომლებთან დაკავშირებითაც გვჭირდება საერთო კონსენსუსი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საერთო პასუხისმგებლობა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში უნაწილდება ოპოზიციას“, - აცხადებს სარჯველაძე.