თეგებით ძიება

"ადვილი იქნება მილიარდერთან დაპირისპირება, რომელსაც ერთ ჯიბეში სუსი უზის"- რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ოლიგარქია - მცირეთა მმართველობა, რომელთაც აქვთ დიდი ქონება და მართავენ ფულით.
დეოლიგარქიზაცია - მმართველობის წართმევა ოლიგარქისთვის.
დემოკრატია - ხალხის მმართველობა.

ევროკავშირი ქართველ ხალხს მოგვიწოდებს, წავართვათ ძალაუფლება ბიძინას და დავუბრუნოთ ის ხალხს! რადგან ევროკავშირი თავისუფალი ხალხების და დემოკრატიების ერთობაა.

ადვილი იქნება მილიარდერთან დაპირისპირება, რომელსაც ერთ ჯიბეში სუსი უზის და მეორეში - სასამართლო? არა. არ იქნება ადვილი. მაგრამ "თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო", ხომ ვმღერით ხოლმე. ხოდა აი, ეგეთი სიმამაცე გვმართებს ახლა.
მაგრამ ხალხი თუმოინდომებს - ყველაფერს შეძლებს, რადგან წარმოუდგენლად დიდ ძალას ფლობს!

20 ივნისს 20:00 პარლამენტთან იწყება ხალხის ბრძოლის მორიგი რაუნდი, რომელიც გრძელვადიანი ბრძოლაა - მზად ხართ?", - წერს უფლებადამცველი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა