8 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 8 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ყვარლის, ოლღა ბახუტაშვილის, ხომერიკის, უშაკოვის, კონსტანტინე ამირეჯიბის, ტვიშის, რატილის, თოლენჯის, წალენჯიხის, მთისძირის, საბარგოს, შალვა მშველიძის და გეზათის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის I, II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, თრიალეთის, კახნიაშვილის, ხომლელის, ჯავახეთის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III და IVა მიკრორაიონების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.