"ირაკლი ღარიბაშვილი არის ხალხის პრემიერი და ის ამას ყოველდღე საქმით ამტკიცებს" - თამთა მეგრელიშვილი
საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერზე წერს:
"ირაკლი ღარიბაშვილს, ღირსეულ პრემიერს
რომელმაც საკუთარი პრინციპულობით ( გუნდთან ერთად) აგვაცილა ომი არც ვინმე გულბაათ რცხილაძის და არც სხვა ადამიანების მიერ გამართული მხარდასაჭერი აქციები არ სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილი არის ხალხის პრემიერი და ის ამას ყოველდღე საქმით ამტკიცებს.
მისი სიტყვა საქმეა - დაპირება კი დაუყოვნებლივ შესრულებადია.
ის გადამწყვეტ პოზიციაზეა და ამ პოზიციაზე არის ხალხისთვის და არა პირადი გამორჩენისთვის.
გაიარეთ ქუჩაში, კითხეთ უბრალო ხალხს - მათ მიერ როგორ ფასდება პრემიერი
და მიხვდებით, რომ მისადმი ხალხის დამოკიდებულება ყოველგვარი მხარდამჭერი აქციის გარეშეც პატივისცემა და დიდი სიყვარულია!", - წერს მეგრელიშვილი.