თეგებით ძიება

გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო - მათიკაშვილი ევროკომისიაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი "პალიტრანიუსის" ეთერში გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა.

"ძალიან უსამართლო რეზოლუციის შემდეგ სულ ვამბობდით იმას, რომ როდესაც ევროკომისია იმუშავებს, ჩვენ ვთხოვდით და გვქონდა ამის მოლოდინიც, რომ იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო, მე ესეც შემიძლია ვთქვა, თუკი გავითვალისწინებთ და გაითვალისწინებდნენ ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები იმ გზას, რომელიც საქართველომ გაიარა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენი იდენტობისთვის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის 30 საუკუნეა, ქართველები იბრძვიან და ევროპის ნაწილი რომ უნდა გავხდეთ, ქართველებმა ეს შინაგანად ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ევროპის მხრიდან მისაღები", - განაცხადა მათიკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა