"გუშინდელი დღის შემდეგ საშინელი განწყობა აქვს" - გიული ალასანია სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისმა დედამ გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში“ მოინახულა.
"საშინელი განწყობა აქვს გუშინდელი დღის შემდეგ. ის რაც გუშინ მოხდა, მიაჩნია, რომ ეს არის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა, ამის გამოსასწორებლად კი ცოტა დრო გვაქვს. ძალიან უნდა ვიყოჩაღოთ, რომ იქნებ კიდევ რაღაც მივაღწიოთ“, - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.