თეგებით ძიება

"ერთი პატარა, ლამაზი გოგოს დაბადების დღეა. მოვა დრო და უფალი მიაგებს შენს მკვლელებს საზღაურს შენთვის სიცოცხლის წართმევისთვის" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი იუბილარია, ის დღეს 25 წლის გახდებოდა. იუბილეს სოციალურ ქსელში ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ეხმაურება:

"ერთი პატარა, ლამაზი გოგოს დაბადების დღეა, რომელსაც 25 წელი შეუსრულდებოდა. იგი ამ დღეს ღმერთის სასუფეველში ხვდება, ეს გოგო არის თამარ ბაჩალიაშვილი, სულ 23 წლის იყო და მოკლეს. გილოცავ თამარ დაბადების დღეს, ღმერთმა აცხონოს შენი სული, დრონი მეფობენ და არა მეფენი, მოვა დრო და უფალი მიაგებს შენს მკვლელებს საზღაურს შენთვის სიცოცხლის წართმევისთვის", - წერს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა