თეგებით ძიება

შიმშილის და სიკვდილის ზღვარზე - მარიუპოლში მოხუცებს საკვები არ აქვთ (ფოტო)

მარიუპოლის მცხოვრებმა 71 წლის ბიძის ხელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც 10 ივნისს მოახერხა ქალაქის დატოვება.

"მან მხოლოდ ერთხელ შეძლო ჰუმანიტარული დახმარების მიღება - მას კონსერვი, ზეთი, შაქარი და ფაფა მისცეს. კონსერვი გაფუჭებული აღმოჩნდა. მან ვერ მიიღო რუსული მობილური ოპერატორის ახალი ბარათი და არც ინტერნეტი აქვს", აცხადებს მარია.

ქალაქ მარიუპოლში ჯერ კიდევ არიან ძალიან დიდი რაოდენობით მოხუცები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკვები პროდუქტების მარაგით საკუთარი თავის უზრუნველყოფას და დახმარება სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მილიონობით კი დევნილას და ლტოლვილად იქცა.

შიმშილის და სიკვდილის ზღვარზე - მარიუპოლში მოხუცებს საკვები არ აქვთ (ფოტო)



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა