თეგებით ძიება

"ამ გაკვირვებამ მაინც არ დაანახა ან ამ ბიჭს, ან სხვებს სად დგანან?" - რას წერს თამო კეშელავა "იმედის" წამყვანზე?

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში კოლეგის, კახა კინწურაშვილკის გამონათქვამს ეხმაურება, რაც ევროკომისიის რეკომენდაციას ეხებოდა.

"წარმოიდგინეთ, რა დონემდე ვართ ჭაობში და როგორ აქვს ივანიშვილს დემოკრატია ნაყიდი, რომ იმედის წამყვანისგან სიტყვები - ევროკომისიის პირობებში რაც წერია, ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, ფარდა ახდილია - შეფასდა ემოციურ, გაბედულ, ნაბიჯად და აქებენ და ადიდებენ!
არადა, უბრალოდ, ერთფრაზიანი სიმართლე თქვა!

აბა, შესასრულებელ პირობებზე როგორ იქნება სხვა პასუხისმგებელი ხელისუფლების გარდა? .
მაგრამ, როცა ჭაობში ხარ და სიტყვებიც კი ნაყიდი და გაყიდულია, მაშინ გვიკვირს, კი და ეს გაკვირვება პირდაპირი საზომია ჭაობის სიღრმის!
ამ გაკვირვებამ მაინც არ დაანახა ან ამ ბიჭს, ან სხვებს სად დგანან?", - წერს თამო კეშელავა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" წამყვანმა, კახა კინწურაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ცნობისთვის, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა