თეგებით ძიება

"200-ჯერ დასაფასებელია "იმედის" ეთერში რომ ისმის. ნებისმიერ ხავილზე უფრო ხმამაღლა ისმის მისი მშვიდი და სევდიანი ხმა" - რას წერს ვიკა ბუკია კახა კინწურაშვილზე?

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, კოლეგის, "იმედის" წამყვანის, კახა კინწურაშვილის განცხადების გამო საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმაურება:

"კახა კინწურაშვილის შესახებ მოვკარი რამდენიმე უმადურ სტატუსს. ძალიან მარტივი ჭეშმარიტების გამო რატომ უკრავთ ტაშსო. ბევრს არ უთქვამს, მაგრამ საკმარისმა იმისთვის, რომ დავასკვნა: ვიღაცები თურმე მართლა ფიქრობენ, რომ აქვთ უფლება,წაართვან ადამიანებს სიმართლის თქმის უფლება, დაუწესონ ლიმიტი, დრო, ადგილი და სიმართლის პრივატიზება მოახდინონ. ეგრე გააგრძელეთ და შორს წახვალთ. ან რა უფლება გაქვთ შემოუსაზღვროთ ადამიანს რა უნდა თქვას? დიახაც, 200-ჯერ დასაფასებელია "იმედის" ეთერში რომ ისმის. ნებისმიერ ხავილზე უფრო ხმამაღლა ისმის მისი მშვიდი და სევდიანი ხმა.
იმიტომ რომ არის ზუსტად იქ სადაც არის.

წარმოიდგინეთ მასსავით სხვებმაც რომ გამოხატონ თავიანთი პოზიცია, რა მშვენიერი სანახავი იქნება ეს გაბრძოლება", - წერს ვიკა ბუკია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" წამყვანმა, კახა კინწურაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ცნობისთვის, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა