თეგებით ძიება

"ვილანძღებოდი, ვჩხუბობდი, საკუთარ თავს არ ვგავდი... ბოდიშს გიხდით" - ვის და რატომ სთხოვს პატიებას ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე უკრაინის ომთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

"ეს ისეთი ფოტოა, ყველა ოჯახში უნდა იყოს, ჩემი აზრით, ყველა კედელზე მითუმეტეს. აუცილებლად დავბეჭდავ და ჩავსვამ ჩარჩოში. აღარ ვპოსტავ დღეში ასჯერ ამ თემაზე, მაგრამ არ დამვიწყნია უკრაინა, არცერთი დღე და არცერთი წამი. უბრალოდ მივხვდი, მიმახვედრეს კიდეც, რაც ომი დაიწყო, ჩემი კოვიდგადატანილი, ისედაც დეპრესიისკენ გაქცეული ფსიქიკა აღგზნების ფაზაში გადავიდა და ვილანძღებოდი, ვჩხუბობდი, საკუთარ თავს არ ვგავდი. ხოდა ყველა ჩემს შემოლანძღულ ადამიანს ბოდიშს გიხდით ასე, დაგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი ვინმე დაგბლოკეთ, ვეღარც ნახავთ ჩემს მობოდიშებას და მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრები რუსეთზე, საქართველოს როლზე მეგობრის მხარდაჭერაში ისევ განსხვავდება რადიკალურად ჩემისგან. ახლა კარგად ვარ? არა. მაგრამ ქცევის ცვლილებით ვცდილობ დავუბრუნდე ბალანსს მეტნაკლებად", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მილიონობით კი დევნილას და ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა