თეგებით ძიება

"არახამიამ მომწერა, შენთვის საჩუქარი მაქვსო" - რა "იარაღი" აჩუქა არახამიამ ქართველ და ამერიკელ ჟურნალისტებს? (ფოტო)

"ფოქს ნიუსის" ქართველი ჟურნალისტი, ნანა საჯაია უკრაინის რადას დეპუტატის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ საჩუქარზე სოციალურ ქსელში წერს:

"არახამია ვაშინგტონში რომ ჩამოვიდა, მომწერა - შენთვის საჩუქარი მაქვსო.
მეთქი რა ესაჩუქრება, ან რამ მოაფიქრა.

გუშინ მოვიდა და ულამაზესი შეფუთვიდან ამერიკული გასროლილი ტყვიებისგან ხელნაკეთი ბრასლეტი გამიკეთა მაჯაზე.
სტუდიაში შესვლას წინ მკითხა, უხერხული ხომ არ იქნება წამყვანსაც ვაჩუქოო. ინტერვიუს ბოლოს მასაც აჩუქა და უთხრა - ამერიკულ იარაღს მეორადი გამოყენება მოვუძებნეთო.

ასე გვიკეთია მე და გრიფს 7.62x39 ვაზნებისგან აწყობილი სამაჯური", - წერს ჟურნალისტი.

"არახამიამ მომწერა, შენთვის საჩუქარი მაქვსო" - რა "იარაღი" აჩუქა არახამიამ ქართველ და ამერიკელ ჟურნალისტებს? (ფოტო)



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა