თეგებით ძიება

ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო საქართველო რუსეთის ორბიტაზე, ვდგავართ ბევრი და გავიმარჯვებთ - გიორგი მარგველაშვილი

ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო საქართველოს რუსეთის ორბიტაზე, ორბიტაზე კი არა, ფაქტობრივად, რუსეთის ნაწილად ქცევის გეგმა. ვდგავართ მშვიდობიანად, ვდგავართ ბევრი და გავიმარჯვებთ , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ.

მარგველაშვილის თქმით, საპროტესტო მუხტი იზრდება და ღრმავდება ბრძოლის ჟინიც.

“ხელისუფლების პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხელისუფლებამ სამი დღის წინ გამოაცხადა საქართველოს გასაბჭოების გეგმა და არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს მათგან, იმიტომ, რომ როგორც საბჭოთა ხელისუფლება ექცეოდა თავის მოქალაქეებს, ამათაც სხვა მორალი და სხვა ღირებულებები არ გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო საქართველოს რუსეთის ორბიტაზე, ორბიტაზე კი არა,ფაქტობრივად, რუსეთის ნაწილად ქცევის გეგმა და ვდგავართ მშვიდობიანად, ვდგავართ ბევრი და გავიმარჯვებთ. არაერთ ასეთ პროცესში ვყოფილვარ და ამ ენერგიას ვინც გრძნობს, თქვენ აქ დგახართ და გრძნობთ,ხომ ხვდებით, რომ ეს ენერგია მხოლოდ იზრდება.ეს ემოცია,ადრენალინი, აღტაცება მხოლოდ იზრდება და ეს ბრძოლის ჟინი ღრმავდება”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევაზე და ქართული მხარის უარზე.

“საბჭოთა ცეკას მდივანს, რა უნდა ვაშინგტონში. ბუნებრივია, აქ აღარ არის მიკიბ-მოკიბვით საუბარი. რუსულში არის - “პადსტავიტ ტოჩკი ნადა”- ძალიან ნათლად დასვა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს გასაბჭოების აქცენტები [თავის] გამოსვლაში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა