მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 20 ოქტომბერს ჩატარდება
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი 20 ოქტომბერს დანიშნა.
აპრილის შუა რიცხვებში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი არაერთი ცვლილება დაამტკიცა. ამრიგად, რესპუბლიკის ფუნდამენტურ კანონს დაემატება განყოფილება - „ევროპული ინტეგრაცია“, რომელიც მოიცავს მუხლს : „დამფუძნებელ ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ და ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების გადასინჯვის აქტები.“კონსტიტუციაში არსებული სიახლეების შესახებ კანონპროექტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლო რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად აღიარებს.
სახალხო კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მაია სანდუ, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 2020 წლის დეკემბრიდან უკავია, მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას აპირებს.