თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი. მას არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა - კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი, მას არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს.

„მას არანაირი უფლება არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში, საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, ის არის პრეზიდენტი. არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას. იმის მაგივრად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი. არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს შეცლის, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა იქ იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თუ არა პარტიასთან, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, მიაღწევს გამარჯვებას, რაც სჭირდება ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს. შეინარჩუნებს მშვიდობას. რაც შეეხება სხვა რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა