თეგებით ძიება

მეთიუ მილერი - შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში

ღრმად ვართ შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ და ვგმობთ ცრუ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ კანონმდებლობისა და ანტიდასავლური რიტორიკის დასაცავად. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონკრეტულ პასუხებზე, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებული ვართ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რამდენად არის ჩართული ამ საკითხებში, მეთიუ მილერმა განაცხადა: „შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა ქვეყანაში, ეს არის საკითხი, რომელზე ინფორმაციაც რეგულარულად აქვს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა